Friday, November 13, 2009

წიგნი ჩვენს ცხოვრებაში

1.პროექტის სახელი: წიგნი ჩვენს ცხოვრებაში

2.პროექტის მოკლე აღწერ: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას, თანამედროვეობაში საზოგადოების  წიგნისადმი დამოკიდებულების შესახებ.  მათ მიერ მოძიებული მასალა იქნება დამარწმუნებელი იმის, რომ წიგნის კითხვა ადამიანისთვის სულის საზრდოა.

3.პროექტის სრული აღწერა: დღესდღეობით თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე ცხოვრება პრაქტიკულად შეუძლებელია. ერთი რამ აღსანიშნავია,მეცნიერულ- ტექნიკურმა პროგრესმა არ უნდა შეაფერხოს წიგნიერება ჩვენს ქვეყანაში . წიგნს რეალურად გამოუჩნდა ე.წ. კონკურენტი კომპიუტერის სახით,რამაც განაპირობა ახალგაზრდობის მოწყვეტა კითხვისგან.ამ პროექტის საშუალებით ბავშვები  გაეცნობიან ,თუ როგორ უნდა შეუთავსონ ერთმანეთს წიგნი და კომპიუტერი.  მიხვდებიან ,რომ მხოლოდ საცნობარო წიგნის შეცვლა შეუძლია კომპიუტერს,ხოლო საკითხავს  იგი ვერ ჩაანაცვლებს.მოსწავლეები ინტერნეტის საშუალებით მოიძიებენ ინფორმაციას წიგნის მნიშვნელობის შესახებ(ცნობილი ადამიანების წერილებს ,აზრებს),აგრეთვე მოიძიებენ სოციოლოგიურ კვლევას, საქართველოს მასშტაბით ჩატარებულს წიგნიერებასთან დაკავშირებით და  წარმოადგენენ სქემის სახით კომპიუტერში.ინტერვიუს ჩამოართმევენ თანატოლებს,ჩაატარებენ  ექსპერიმენტს  :ორი მოსწავლე წაიკითხავს მხატვრულ ნაწარმოებს,ერთი -კომპიუტერიდან,ხოლო მეორე-წიგნიდან,რაც სწორი დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას მისცემთ. 

4.მონაწილეთა ასაკი/კლასი:14 წელი/მე-9 კლასი

5.ვადები/ხანგრძლივობა:3თვე

6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:მასალის მოძიება ინტერნეტის საშუალებით,მოძიებული მასალის განხილვა ,ინტერვიუს ჩამორთმევა,პრეზენტაცია.

7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები:მოსწავლეებს განუვითარდებათ დაკვირვების  და ჯგუფურად მუშაობის უნარ-ჩვევა, დააფიქრებს არსებულ რეალობაზე კარგად გააცნობიერებენ წიგნის და კომპიუტერის დანიშნულებას ცხოვრებაში. შეიძლება შეიქმნას ბლოგი,გამზადდეს ბუკლეტები.

8.სარგებელი სხვებისთვის:პროექტის კვლევის შედეგად მიღებული დასკვნა გამოქვეყნდება სკოლის გაზეთში,ჩატარდება კონფერენცია,სადაც მოწვეული იქნებიან მშობლებთან ერთად მასწავლებლები და მოსწავლეები, გაიმართება დისკუსია .

9.სამუშაო ენა:ქართული ენა

10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:მოსწავლე მონაწილეობს საკლასო და სასკოლო დისკუსიებში,კამათის დროს  იცავს სამეტყველო ქცევის ეთიკურ ნორმებს, აანალიზებს თანაკლასელების მოხსენებებს, მსჯელობს არგუმენტირებულად,მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს.

11.პროექტის ფასილიტატორი:მაია თვალიაშვილი

12.ფასილიტატორის ელ.ფოსტა:maiaiva555@gmail.com

13.პროექტის ვებ-გვერდი:maiaiva555.blogspot.com